გიზიარებთ 2 წუთიან რეცეპტს – სახის ნიღაბი ეს ნიღაბი წმენდს სახეს და ერთ ტონზე სვამს სახის ფერს /შედეგები კომენტარებში გამიზიარეთ
გამარჯობა ჩემო თბილო ადამიანებო, ამ კვირის სახლური რეცეპტებით დაგიბრუნდით. ამ ჯერზე სახის ნიღაბი მინდა გაგიზიაროთ. როგორც ყოველთვის ისეთი რეცეპტია რაც ხელთ გვაქვს და მარტივად მზადდება, თან კარგად მოქმედებს. ეს ნიღაბი წმენდს სახეს და ერთ ტონზე სვამს სახის ფერს.
👉 დ ა ვ ი წ ყ ო თ :
✔დაგჭირდებათ 2 ტაბლეტი ნახშირი
✔ ატმის ან ავოკადოს ზეთი 1 ჩაის კოვზი
✔ 1 ჩაის კოვზი ნალექიანი ყავა
✔ 1 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო
ავურიოთ და ნიღაბიც მზადაა,
დავიტანოთ სუფთა კანზე 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
👉 საღამოს რუტინაში არ გამოგრჩეთ სახის მკვებავი საცხით დატენიანება.
📢 მე ისევ ძველ სკივრს ჩავუჯდები და მომავალ კვირას სახელდახელო, მარტივ და ეფექტურ რეცეპტებს გაგიზიარებთ. თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ რა თქმა უნდა აქ ვარ და თქვენს ზარს სიამოვნებით ვუპასუხებ.